Thursday, February 25, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, დღევანდელი დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე იყო, ვინაიდან დღეს ჩვენმა ნამუშევარმა თითქმის დასრულებული სახე მიიღო. სლაიდშოუს ჩავამატეთ ახალი სლაიდი გამოკითხვის შედეგების დიაგრამული ასახვისათვის.
გავეცანით რუბრიკის ნიმუშს, რომლითაც მოხდება  ჯგუფის ნამუშევრის  განმსაზღვრელ ი თვითშეფასება და ნიმუშის მიხეთვით შევადგინეთ ჩვენი პროექტის შესააბამისი მოსწაბვლეზე ორიენტირებული რუბრიკა.
რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლის წესები, კერძოდ ზოგადი ფორმატის და სასურველი ფონის შერჩევა.

Tuesday, February 23, 2016

მეხუთედღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი მეცადინეობა ძალიან სასარგებლო, საინტერესო და სახალისო გამოვიდა. უპირველეს ყოვლისა ჩავწვდით საავტორო უფლებების არსს და ასევე ინფორმაციის მოძიებას  და დაბინავებას წესების დაცვით. URL-ის შენახვას. გავარკვიეთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს სლაიდშოუ. რა ძირითადი სლაიდებისგან უნდა შედგებოდეს, რა მთავარ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. შევქმენით სანიმუშოდ სლაიდშოუ. გავეცანით POWER POINT-ში მუშაობის ზოგიერთ წესს.

Thursday, February 18, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ რომ ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროექტით სწავლებისთვის, რადგან ვისწავლეთ პროექტის შეფასების სტრატეგიები, მეთოდები,ინსტრუმენტები.შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი მეთოდები. ვისწავლეთ ,,გონებრივი იერიშისთვის'' და ,,ვიცი-რა მინდა ვიცოდე - რა ვისწავლე'' მეთოდისთვის ინსტრუმენტების შექმნა.

Tuesday, February 16, 2016

მესამე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელმა დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. ვიმუშავეთ პროექტის შესაბამისობაზე ესგ-თან . სტანდარტთან. შემდეგ ჩამოვაყალიბეთ მიზნები და მისაღწევი შედეგები. მიზნები გავშიფრეთ ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით. პროექტი შეესაბამებოდა მაღალ სააზროვნო დონეებს. გავეცანით მიმართულების მიმცემი შეკითხვების სახეებს, მათ მაგალითებს. შევეცადეთ თითოელი სახეობის შეკითხვა ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი პროექტისთვის ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა დავიხვეწეთ.
რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს ვისწავლეთ დოკუმენტის ატვირთვა-ჩამოტვირთვა drive-ში, მისი წაშლა.

Thursday, February 11, 2016

მეორე დღის რეფლექსია



მე ვფიქრობ რომ დღე იყო წარმატებული. საკითხი, რომელსაც ჩვენ გავეცანით მეტად მნიშვნელოვანია პროექტების მომზადებისას. კერძოდ ეს ეხება პროექტის ,,დარეკლამებას'' მის წამოწყებამდე. რეკლამა ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის შესაქმნელად. ერთი სიტყვით ვახდენთ პროექტის დაანონსებას პუბლიკაციის, კერძოდ ბუკლეტის , ბროშურის მეშვეობით. ახსნილი ადვილად გავიგე და პრაქტიკულად გამოვიყენე. მადლობა ტრენერს!