მე ვფიქრობ დღევანდელი დღე ანუ დღე ინტელის ტრენინგის დაწყებისა შედგა. გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს, მიმოვიხილეთ მოკლედ ყველა მოდული და წარმოდგენა შეგვექმნა ჩვენს მომავალ საქმიანობაზე. შევქმენით ჩვენი ნამუშევრის შენახვა-აღრიცხვის მიზნით პროექტის პორტფოლიო. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. გავეცანით გეგმის შაბლონს. შევქმენით ჩვენი ბლოგი სახელწოდებით ინტელის ტრენინგი , სადაც განვათავსებთ ყოველდღიურად რეფლექსიებს , ბოლოს კი თავად დასრულებულ პორტფოლიოს.
Tuesday, March 22, 2016
Tuesday, March 15, 2016
მეცხრე დღის რეფლექსია
.მე ვფიქრობ, დღევანდელი
გაკვეთილი წარმოადგენდა ტრენინგის ლოგიკურ დასასრულს. კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ ჩვენი
პორტფოლიო. გავიაზრეთ დოკუმენტების სწორი განლაგება ფოლდერში.
შემდეგ ვისწავლეთ დოკუმენტის
ატვირთვა ინტერნეტში, კერძოდ ბლოგზე. ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ ჩვენსავე ბლოგზე.
დღეს ასევე გავეცანით
რამდენიმე ვიდეო გაკვეთილს .ასევე ვისწავლეთ, როგორ შეიძლება მოვიძიოთ ჩვენთვის საინტერესო
ვიდეო გაკვეთილი.
ამის შემდეგ დაიწყო ყველაზე
საინტერესო ნაწილი : ჩვენ გავაკეთეთ ნამუშევრების პრეზენტაციები. კოლეგებმა წარმოადგინეს
არაჩვეულებრივი ნამუშევრები. ძალიან ვისიამოვნე . ვფიქრობ , ჩვენი არაჩვეულებრივი ტრენერი,
რომელიც საოცარი მოთმინებით იტანდა მთელი ტრენინგის განმავლობაში ჩვენს ხანდახან უაზრო
შეკითხვებს და დაუზარლად გვპასუხობდა და გვიხსნიდა,
ძალიან ამაყი უნდა იყოს ,,მოსწავლეთა’’ შედეგებით.
ვფიქრობ, ტრენინგის გავლა იყო ძალიან დროული, სასარგებლო. ამომწურავად ვისწავლე პროექტით სწავლების ნიუანსები. ავითვისე უამრავი ტექნიკური დეტალი.
დიდი მადლობა პროექტის ავტორებს და შეუდარებელ ტრენერს ქალბატონ ნინო კაჟაშვილს.
ყველას გემშვიდობებეთით კეთილი სურვილებით!
Thursday, March 10, 2016
მერვე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ დღევანდელი
დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც ჩვენ
პროექტის გეგმა დავასრულეთ, კეძოდ შევავსეთ მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილი-სასწავლო
პროცედურები, რომელშიც, როგორც წესი, დაწვრილებით, კვირების მიხედვით აღწერილია პროექტის
მსვლელობისას ჩატარებული ყველა აქტივობა.
ასევე ტექნიკური ნაწილი იყო ძალიან საინტერესო და ამავდროულად რთული: ვისწავლეთ კითხვარის შექმნა online რეჟმში. ვისწავლეთ შეკითხვებზე პასუხის 4 ტიპი: ღია მოკლე, ღია ვრცელი, დახურული ერთი პსუხით, დახურული რამდენიმე პასუხით.შევქმენით googlform-ში კითხვარი. ვისწავლეთ მისი რედაქტირება, გამოქვეყნება, დათვალიერება, შეკითხვების ჩამატება. ვისწავლეთ სიტყვაზე ბმულის მიბმა.
ასევე ტექნიკური ნაწილი იყო ძალიან საინტერესო და ამავდროულად რთული: ვისწავლეთ კითხვარის შექმნა online რეჟმში. ვისწავლეთ შეკითხვებზე პასუხის 4 ტიპი: ღია მოკლე, ღია ვრცელი, დახურული ერთი პსუხით, დახურული რამდენიმე პასუხით.შევქმენით googlform-ში კითხვარი. ვისწავლეთ მისი რედაქტირება, გამოქვეყნება, დათვალიერება, შეკითხვების ჩამატება. ვისწავლეთ სიტყვაზე ბმულის მიბმა.
Tuesday, March 1, 2016
მეშვიდე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ, დღევანდელი დღე ნაყოფიერი გამოდგა.დასაწყისში
მოვისმინეთ პრეზენტაცია მოსწავლეთა დიფერენცირების შესახებ აღქმის სტილისა და მრავალმხრივი
ინტელექტის მიხედვით. ჩვენს სახელმძღვანელოში გავეცანით მოსწავლეთა დასახმარებელი რესურსების
შაბლონებს და ჩვენი მოსწავლეებისათვის შევქმენით სლაიდშოუს შაბლონი.გავაგრძელეთ ბლოგის
ინსტრუმენტების შესწავლა, კერძოდ სამი ტიპის გაჯეტის შექმნა: სურათების, გამოკითხვის,
ვიზიტორთა აღმრიცხველი.
Subscribe to:
Comments (Atom)