Thursday, March 10, 2016

მერვე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი  იყო, რადგანაც ჩვენ პროექტის გეგმა დავასრულეთ, კეძოდ შევავსეთ მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილი-სასწავლო პროცედურები, რომელშიც, როგორც წესი, დაწვრილებით, კვირების მიხედვით აღწერილია პროექტის მსვლელობისას  ჩატარებული ყველა აქტივობა.
ასევე ტექნიკური ნაწილი იყო ძალიან საინტერესო და ამავდროულად რთული: ვისწავლეთ კითხვარის შექმნა online რეჟმში. ვისწავლეთ შეკითხვებზე პასუხის 4 ტიპი: ღია მოკლე, ღია ვრცელი, დახურული ერთი პსუხით, დახურული რამდენიმე პასუხით.შევქმენით googlform-ში კითხვარი. ვისწავლეთ მისი რედაქტირება, გამოქვეყნება, დათვალიერება, შეკითხვების ჩამატება. ვისწავლეთ სიტყვაზე ბმულის მიბმა. 

No comments:

Post a Comment