Tuesday, March 15, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

.მე ვფიქრობ, დღევანდელი გაკვეთილი წარმოადგენდა ტრენინგის ლოგიკურ დასასრულს. კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ ჩვენი პორტფოლიო. გავიაზრეთ დოკუმენტების სწორი განლაგება ფოლდერში.
შემდეგ ვისწავლეთ დოკუმენტის ატვირთვა ინტერნეტში, კერძოდ ბლოგზე. ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ ჩვენსავე ბლოგზე.
დღეს ასევე გავეცანით რამდენიმე ვიდეო გაკვეთილს .ასევე ვისწავლეთ, როგორ შეიძლება მოვიძიოთ ჩვენთვის საინტერესო ვიდეო გაკვეთილი.

ამის შემდეგ დაიწყო ყველაზე საინტერესო ნაწილი : ჩვენ გავაკეთეთ ნამუშევრების პრეზენტაციები. კოლეგებმა წარმოადგინეს არაჩვეულებრივი ნამუშევრები. ძალიან ვისიამოვნე . ვფიქრობ , ჩვენი არაჩვეულებრივი ტრენერი, რომელიც საოცარი მოთმინებით იტანდა მთელი ტრენინგის განმავლობაში ჩვენს ხანდახან უაზრო შეკითხვებს და დაუზარლად გვპასუხობდა  და გვიხსნიდა, ძალიან ამაყი უნდა იყოს ,,მოსწავლეთა’’ შედეგებით. 
ვფიქრობ, ტრენინგის გავლა იყო ძალიან დროული, სასარგებლო. ამომწურავად ვისწავლე პროექტით სწავლების ნიუანსები. ავითვისე უამრავი ტექნიკური დეტალი. 

დიდი მადლობა პროექტის ავტორებს და შეუდარებელ ტრენერს ქალბატონ ნინო კაჟაშვილს.
ყველას გემშვიდობებეთით კეთილი სურვილებით!

No comments:

Post a Comment