Tuesday, February 16, 2016

მესამე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელმა დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. ვიმუშავეთ პროექტის შესაბამისობაზე ესგ-თან . სტანდარტთან. შემდეგ ჩამოვაყალიბეთ მიზნები და მისაღწევი შედეგები. მიზნები გავშიფრეთ ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით. პროექტი შეესაბამებოდა მაღალ სააზროვნო დონეებს. გავეცანით მიმართულების მიმცემი შეკითხვების სახეებს, მათ მაგალითებს. შევეცადეთ თითოელი სახეობის შეკითხვა ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი პროექტისთვის ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა დავიხვეწეთ.
რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს ვისწავლეთ დოკუმენტის ატვირთვა-ჩამოტვირთვა drive-ში, მისი წაშლა.

No comments:

Post a Comment