მე ვფიქრობ დღევანდელი დღე ანუ დღე ინტელის ტრენინგის დაწყებისა შედგა. გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს, მიმოვიხილეთ მოკლედ ყველა მოდული და წარმოდგენა შეგვექმნა ჩვენს მომავალ საქმიანობაზე. შევქმენით ჩვენი ნამუშევრის შენახვა-აღრიცხვის მიზნით პროექტის პორტფოლიო. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. გავეცანით გეგმის შაბლონს. შევქმენით ჩვენი ბლოგი სახელწოდებით ინტელის ტრენინგი , სადაც განვათავსებთ ყოველდღიურად რეფლექსიებს , ბოლოს კი თავად დასრულებულ პორტფოლიოს.
![](http://1.bp.blogspot.com/_g3u-Xqvz_sc/TQjLLae1eUI/AAAAAAAAAEc/ZshtuNK64Rs/S760/matemat.jpg)
Tuesday, March 22, 2016
Tuesday, March 15, 2016
მეცხრე დღის რეფლექსია
.მე ვფიქრობ, დღევანდელი
გაკვეთილი წარმოადგენდა ტრენინგის ლოგიკურ დასასრულს. კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ ჩვენი
პორტფოლიო. გავიაზრეთ დოკუმენტების სწორი განლაგება ფოლდერში.
შემდეგ ვისწავლეთ დოკუმენტის
ატვირთვა ინტერნეტში, კერძოდ ბლოგზე. ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ ჩვენსავე ბლოგზე.
დღეს ასევე გავეცანით
რამდენიმე ვიდეო გაკვეთილს .ასევე ვისწავლეთ, როგორ შეიძლება მოვიძიოთ ჩვენთვის საინტერესო
ვიდეო გაკვეთილი.
ამის შემდეგ დაიწყო ყველაზე
საინტერესო ნაწილი : ჩვენ გავაკეთეთ ნამუშევრების პრეზენტაციები. კოლეგებმა წარმოადგინეს
არაჩვეულებრივი ნამუშევრები. ძალიან ვისიამოვნე . ვფიქრობ , ჩვენი არაჩვეულებრივი ტრენერი,
რომელიც საოცარი მოთმინებით იტანდა მთელი ტრენინგის განმავლობაში ჩვენს ხანდახან უაზრო
შეკითხვებს და დაუზარლად გვპასუხობდა და გვიხსნიდა,
ძალიან ამაყი უნდა იყოს ,,მოსწავლეთა’’ შედეგებით.
ვფიქრობ, ტრენინგის გავლა იყო ძალიან დროული, სასარგებლო. ამომწურავად ვისწავლე პროექტით სწავლების ნიუანსები. ავითვისე უამრავი ტექნიკური დეტალი.
დიდი მადლობა პროექტის ავტორებს და შეუდარებელ ტრენერს ქალბატონ ნინო კაჟაშვილს.
ყველას გემშვიდობებეთით კეთილი სურვილებით!
Thursday, March 10, 2016
მერვე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ დღევანდელი
დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც ჩვენ
პროექტის გეგმა დავასრულეთ, კეძოდ შევავსეთ მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილი-სასწავლო
პროცედურები, რომელშიც, როგორც წესი, დაწვრილებით, კვირების მიხედვით აღწერილია პროექტის
მსვლელობისას ჩატარებული ყველა აქტივობა.
ასევე ტექნიკური ნაწილი იყო ძალიან საინტერესო და ამავდროულად რთული: ვისწავლეთ კითხვარის შექმნა online რეჟმში. ვისწავლეთ შეკითხვებზე პასუხის 4 ტიპი: ღია მოკლე, ღია ვრცელი, დახურული ერთი პსუხით, დახურული რამდენიმე პასუხით.შევქმენით googlform-ში კითხვარი. ვისწავლეთ მისი რედაქტირება, გამოქვეყნება, დათვალიერება, შეკითხვების ჩამატება. ვისწავლეთ სიტყვაზე ბმულის მიბმა.
ასევე ტექნიკური ნაწილი იყო ძალიან საინტერესო და ამავდროულად რთული: ვისწავლეთ კითხვარის შექმნა online რეჟმში. ვისწავლეთ შეკითხვებზე პასუხის 4 ტიპი: ღია მოკლე, ღია ვრცელი, დახურული ერთი პსუხით, დახურული რამდენიმე პასუხით.შევქმენით googlform-ში კითხვარი. ვისწავლეთ მისი რედაქტირება, გამოქვეყნება, დათვალიერება, შეკითხვების ჩამატება. ვისწავლეთ სიტყვაზე ბმულის მიბმა.
Tuesday, March 1, 2016
მეშვიდე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ, დღევანდელი დღე ნაყოფიერი გამოდგა.დასაწყისში
მოვისმინეთ პრეზენტაცია მოსწავლეთა დიფერენცირების შესახებ აღქმის სტილისა და მრავალმხრივი
ინტელექტის მიხედვით. ჩვენს სახელმძღვანელოში გავეცანით მოსწავლეთა დასახმარებელი რესურსების
შაბლონებს და ჩვენი მოსწავლეებისათვის შევქმენით სლაიდშოუს შაბლონი.გავაგრძელეთ ბლოგის
ინსტრუმენტების შესწავლა, კერძოდ სამი ტიპის გაჯეტის შექმნა: სურათების, გამოკითხვის,
ვიზიტორთა აღმრიცხველი.
Thursday, February 25, 2016
მეექვსე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ, დღევანდელი დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე იყო, ვინაიდან დღეს ჩვენმა ნამუშევარმა თითქმის დასრულებული სახე მიიღო. სლაიდშოუს ჩავამატეთ ახალი სლაიდი გამოკითხვის შედეგების დიაგრამული ასახვისათვის.
გავეცანით რუბრიკის ნიმუშს, რომლითაც მოხდება ჯგუფის ნამუშევრის განმსაზღვრელ ი თვითშეფასება და ნიმუშის მიხეთვით შევადგინეთ ჩვენი პროექტის შესააბამისი მოსწაბვლეზე ორიენტირებული რუბრიკა.
რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლის წესები, კერძოდ ზოგადი ფორმატის და სასურველი ფონის შერჩევა.
გავეცანით რუბრიკის ნიმუშს, რომლითაც მოხდება ჯგუფის ნამუშევრის განმსაზღვრელ ი თვითშეფასება და ნიმუშის მიხეთვით შევადგინეთ ჩვენი პროექტის შესააბამისი მოსწაბვლეზე ორიენტირებული რუბრიკა.
რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლის წესები, კერძოდ ზოგადი ფორმატის და სასურველი ფონის შერჩევა.
Tuesday, February 23, 2016
მეხუთედღის რეფლექსია
მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი მეცადინეობა ძალიან სასარგებლო, საინტერესო და სახალისო გამოვიდა. უპირველეს ყოვლისა ჩავწვდით საავტორო უფლებების არსს და ასევე ინფორმაციის მოძიებას და დაბინავებას წესების დაცვით. URL-ის შენახვას. გავარკვიეთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს სლაიდშოუ. რა ძირითადი სლაიდებისგან უნდა შედგებოდეს, რა მთავარ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. შევქმენით სანიმუშოდ სლაიდშოუ. გავეცანით POWER POINT-ში მუშაობის ზოგიერთ წესს.
Thursday, February 18, 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ რომ ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროექტით სწავლებისთვის, რადგან ვისწავლეთ პროექტის შეფასების სტრატეგიები, მეთოდები,ინსტრუმენტები.შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი მეთოდები. ვისწავლეთ ,,გონებრივი იერიშისთვის'' და ,,ვიცი-რა მინდა ვიცოდე - რა ვისწავლე'' მეთოდისთვის ინსტრუმენტების შექმნა.
Tuesday, February 16, 2016
მესამე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ, რომ დღევანდელმა დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. ვიმუშავეთ პროექტის შესაბამისობაზე ესგ-თან . სტანდარტთან. შემდეგ ჩამოვაყალიბეთ მიზნები და მისაღწევი შედეგები. მიზნები გავშიფრეთ ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით. პროექტი შეესაბამებოდა მაღალ სააზროვნო დონეებს. გავეცანით მიმართულების მიმცემი შეკითხვების სახეებს, მათ მაგალითებს. შევეცადეთ თითოელი სახეობის შეკითხვა ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი პროექტისთვის ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა დავიხვეწეთ.
რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს ვისწავლეთ დოკუმენტის ატვირთვა-ჩამოტვირთვა drive-ში, მისი წაშლა.
რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს ვისწავლეთ დოკუმენტის ატვირთვა-ჩამოტვირთვა drive-ში, მისი წაშლა.
Thursday, February 11, 2016
მეორე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ რომ დღე იყო წარმატებული. საკითხი, რომელსაც ჩვენ გავეცანით მეტად მნიშვნელოვანია პროექტების მომზადებისას. კერძოდ ეს ეხება პროექტის ,,დარეკლამებას'' მის წამოწყებამდე. რეკლამა ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის შესაქმნელად. ერთი სიტყვით ვახდენთ პროექტის დაანონსებას პუბლიკაციის, კერძოდ ბუკლეტის , ბროშურის მეშვეობით. ახსნილი ადვილად გავიგე და პრაქტიკულად გამოვიყენე. მადლობა ტრენერს!
Subscribe to:
Posts (Atom)